მთავარისპორტისპალეტი: "ქართველებო, თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის მარადონას გზას!"

სპალეტი: “ქართველებო, თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის მარადონას გზას!”

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

“როცა კვარაცხელიას ვიფორმებდით, ბევრს ვფიქრობდით, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვარჩევდით მოთამაშეებს, ვინც ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდან.

ჯუნტოლის ვუთხარი, რომ 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი და მასზე ბევრი ვიცოდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით.

როცა კვარაცხელია მოვიდა, აშკარა იყო, რომ ბევრ რამეში ჰქონდა მოსამატებელი. ვუყურებდით, როგოც ვითარდებოდა და აუმჯობესებდა სირბილებსა თუ დარტყმებს მარჯვენა ფეხით, თავით, მარცხენა ფეხით.

ქართველებს მივმართავ – თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის დიდი დიეგო მარადონას გზას!”, – განაცხადა სპალეტიმ.

წყარო: goal.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა