მთავარისაზოგადოებაევროკავშირის მტრად გამოცხადების კამპანია — „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ - როგორ...

ევროკავშირის მტრად გამოცხადების კამპანია — „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ – როგორ ცვლის „ქართული ოცნება“ საზოგადოების ცნობიერებას

საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უკვე მხოლოდ რუსული რეჟიმის კრიტიკა ბრიუსელის მიმართ აღარ არის. მისი მთავარი სამიზნე საზოგადოებრივი ცნობიერებაა — ევროპა უნდა წარმოჩნდეს საფრთხედ, დასავლეთის მიმართ ნდობა შესუსტდეს, ხოლო საქართველოს ევროპული არჩევანი  ეჭვქვეშ დადგეს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ბიძინა ივანიშვილის და მის მსახურებაში მყოფ რუსულ რეჟიმთან დაკავშირებულ მედიას. „იმედი“ და „რუსთავი 2“ ხშირად არჩევენ ევროპის შესახებ ყველაზე მძიმე ამბებს , კრიმინალს, მიგრაციას, კრიზისებს, სკანდალებს და ცალკეულ შემთხვევებს მთლიანად ევროკავშირის სახედ წარმოაჩენენ.

▪️ ევროპაში კრიმინალია — „ასეთია ევროპა“.
▪️ ევროპაში კრიზისია — „ევროპა ინგრევა“.
▪️ ევროპელი პოლიტიკოსი რაღაცას ამბობს — „ბრიუსელი თავს გვესხმის“.

როდესაც ყოველდღიურად მხოლოდ ერთი მიმართულების ფაქტებს გვაჩვენებენ და კონტექსტს გვიმალავენ, ეს უკვე ინფორმირება აღარ არის — ეს არის მიზანმიმართულად ცრუ რეალობის წინასწარ შექმნა.

ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების შეფასებებშიც აღწერილია საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაცია. ევროპარლამენტის დოკუმენტებში კი რუსულ რეჟიმთან  დაკავშირებული მედიის ნაწილი დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი დისკურსის მანიპულირებასთან არის დაკავშირებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ ეკონომიკური არჩევანი არ არის. ის დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებთან, დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, მედიის თავისუფლებასა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასთან. ამიტომ, როცა ევროპიდან მოდის სამართლიანი  კრიტიკა, ბევრად მარტივია კრიტიკაზე პასუხის ნაცვლად თავად კრიტიკოსის მტრად გამოცხადება.

ყველაზე სახიფათო კი ის ხდება, როდესაც ამ სურათის პარალელურად რუსეთი თითქოს „სტაბილურ“, „მშვიდობიან“ და „რეალისტურ“ ალტერნატივად წარმოჩნდება:

▪️ ევროპა — ომი.
▪️ რუსეთი — მშვიდობა.
▪️ ევროპა — ქაოსი.
▪️ რუსეთი — სტაბილურობა.

ეს განსაკუთრებით მძიმე ნარატივია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

საბოლოოდ, საქმე მხოლოდ ევროკავშირის იმიჯს აღარ ეხება.

თუ მოქალაქეს ფაქტების ნაცვლად მუდმივად შიშს აწვდი, ომით და განადგურებით  ემუქრები მის არჩევანზეც მოქმედებ.
თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენ, ქვეყნის ევროპულ არჩევანს ასუსტებ, კლავ.
თუ ყველა განსხვავებულ ხმას „მტრის ხმას“ უწოდებ, დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებ.

ევროკავშირის კრიტიკა შეიძლება და უნდა არსებობდეს. მაგრამ კრიტიკა და პროპაგანდა ერთი და იგივე არ არის.

პროპაგანდის მიზანია, მოქალაქემ კითხვა ჯერ კიდევ დასმამდე უკვე მზა პასუხი მიიღოს.

სწორედ ამიტომ ეს ბრძოლა მხოლოდ ევროკავშირის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს.

ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ რას დაინახავს ქართველი მოქალაქე, როდესაც ევროპაზე იფიქრებს — საფრთხეს თუ შესაძლებლობას, მტერს თუ პარტნიორს, და ბოლოს, როგორი მომავალი წარმოუდგენია საკუთარ ქვეყანას.

P.S. და სწორედ აქ არის მთავარი: ევროპული არჩევანის დაკარგვაზე უფრო საშიში შეიძლება თავად არჩევანის თავისუფლების დაკარგვა აღმოჩნდეს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სტრატეგიაში — მზაკვრული გეგმა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

რუსეთ–საქართველოს ომიდან თვრამეტი წლის თავზე 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თექვსმეტი მუხლისგან შემდგარი ხელშეკრულება საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, კანონმდებლობების ჰარმონიზაციასა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა