შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოაშშ უკრაინას გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ სატანკო ჭურვებს გადასცემს - WSJ

აშშ უკრაინას გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ სატანკო ჭურვებს გადასცემს – WSJ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმეკვირიანი მსჯელობის შემდეგ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სატანკო ჭურვების გადასაცემად ემზადება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

სწორედ ამ ტიპის ჭურვებია წარმოადგენს Abrams-ის ტიპის ტანკების ძირითად ამუნიციას, რომელთა 2 ბატალიონსაც უკრაინა შემოდგომაზე მიიღებს. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ გაღარიბებული ურანის ჭურვების გადაცემას პენტაგონი ადვოკატირებდა, რადგანაც სწორედ ამ ტიპის ჭურვები გამოირჩევა ყველაზე მაღალი ეფექტურობით რუსული წარმოების ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. 

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ვაშინგტონის მიზანია მაქსიმალური დახმარება გაუწიოს კიევს, რაც შეიძლება მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაში. მისი თქმით, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ს დედაქალაქში კვლავ მაღალია, თუმცა ის შეიძლება შემცირდეს, თუ უკრაინის მიმდინარე კონტრიერიში ჩავარდება. 

ბაიდენის ადმინისტრაციაში ასევე მსჯელობენ უკრაინისთვის ე.წ. კასეტური ჭურვების გადაცემის შესახებ. საბრძოლო მასალის სპეციფიკური მახასიათებლების და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მომეტებული საფრთხის გამო აშშ ამ დრომდე უარს ეუბნება კიევს თხოვნაზე. 

პენტაგონის მაღალჩინოსნების თქმით, კასეტური ჭურვები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს და შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა, კრისტოფერ კავოლიმაც. 

პარალელურად გრძელდება მსჯელობა უკრაინისთვის შორი რადიუსის ATACMS-ის ტიპის რაკტების გადაცემაზე. ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით განხილვის პროცესია. 

პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სატანკო ჭურვები გადასცა გაერთიანებული სამეფო იყო. სწორედ ამ ტიპის ჭურვებს იყენებს ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Challenger 2-ის ტიპის ტანკები. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა