ხუთშაბათი, მარტი 5, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს. 

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , ოლიგარქის პარტიამ ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განგრძობადი არადემოკრატიული ქმედებები , განსაკუთრებით, კი მათი აგრესიულობა რომ გაიტანონ „რუსული-სტილის“ კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ , გააჩუმონ და გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ყველა ზღვარი გადაკვეთა. ასეთმა ქცევამ კიდევ უფრო გაიზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლებიც საქართველოს მთავრობას დაეკისრა , როდესაც ქვეყანას ევროკავშირმა მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის იგნორირება აღარ შეიძლება.

მოგიწოდებთ დააფიქსიროთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდეგი ზომები, რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის. 
 

პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევაა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს , გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება”, – წერია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – რა წერია ევროპის მედიის თავისუფლების ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მათ სულ 32 შეტყობინება...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა