სამშაბათი, მაისი 14, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაშეიქმნას "სამხედრო შენგენი" | ნატო ევროპაში ჯარების ლოჯისტიკის გამარტივებას ითხოვს

შეიქმნას “სამხედრო შენგენი” | ნატო ევროპაში ჯარების ლოჯისტიკის გამარტივებას ითხოვს

ნატო წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზოლები აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპის მასშტაბით, და ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეფერხება რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, წერს Reuters.

“ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში”, – ამბობს გამოცემასთან ნატოს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელი, ალექსანდრე სოლფრანკი.

2018 წელს შექმნილმა JSEC-მა გერმანიაში 2021 წელს დაიწყო ოპერირება. მისი ამოცანებია ჯარების სწრაფი გადაადგილების კოორდინაცია კონტინენტზე.

“ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში”, – აღნიშნა სოლფრანკმა და დასძინა, რომ ეს მოითხოვს მომზადებას.

მისი აზრით, საჭიროა ერთგვარი “სამხედრო შენგენი” – სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონა.

“ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [ნატოს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე”, – განაცხადა გენერალმა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა თქვა, რომ აქვთ ძალიან ბევრი წესი, მაგრამ ერთადერთი, რაც არ აქვთ ეს საკმარისი დროა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

Amnesty International – “ამ დამაზიანებელი კანონპროექტით, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია”

Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი საგანგებო განცხადებით ეხმაურება "პოლიციის მხრიდან...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა