მთავარისაზოგადოება"ეს სხვა არაფერია, თუ არა ერის გარდაუვალი სიკვდილის შემზარავი სტატისტიკა"

“ეს სხვა არაფერია, თუ არა ერის გარდაუვალი სიკვდილის შემზარავი სტატისტიკა”

სალომე სიმონია 

● 2014 წელს 60,635 ადამიანი დაიბადა. 2025-ში 36%-ით ნაკლები – 38,844.

● ეს რიცხვი ისტორიული მინიმუმია. 90-იანებშიც ბევრად მეტი იბადებოდა.

● შობადობა ყოველწლიურად იკლებს.

● გარდაცვალება ყოველ წელს მეტია, ვიდრე დაბადების ოდენობა.

● ბოლო 5 წელში 31,806 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

● 2024 წელს კიბოს 13,045 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყოველ წელს იზრდება.

● ბოლო 2 წელში, 134 ათასმა ბავშვმა დატოვა ქვეყანა. (0-დან 19 წლამდე)

ამ ოფიციალურ მონაცემებს ოცნება არასდროს გაუმხელს საკუთარ ამომრჩეველს, რადგან შემდეგ გაჩნდება ბუნებრივი კითხვა: თუ რას გვიქადის ეს საგანგაშო მაჩვენებლები გრძელვადიან პერსპექტივაში?!

იმასაც იკითხავენ, როგორ ხდება, რომ ნაცვლად ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა, დეპუტატები რომ მსგავს კანონებს იღებენ და მერე ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ?!

შემთხვევით, იმიტომ ხომ არა, რომ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას იცავენ, რადგან შეუძლებელია, ამ პრობლემებს აცნობიერებდე და მაინც ტროტუარზე დგომის გამო ციხეს უსჯიდე ამ ქვეყნის მოქალაქეებს ან ამას ამართლებდე თავად მოქალაქე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ადასტურებს საქართველოს უკუსვლას ფუნდამენტური პრინციპების დაცვის კუთხით — საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება

 4 ნოემბერს ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველო თითქმის სრულად ნეგატიურ კონტექსტშია განხილული. „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელწოდებითაა“ - ევროკომისიის ეს...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა