შაბათი, მაისი 4, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკარობინ დანიგანი: საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორ...

რობინ დანიგანი: საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორ შეერთებული შტატები – 32 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს $6 მლრდ-ზე მეტით დაეხმარა

საქართველოს აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსთან პარტნიორობის 32 წლიანი პერიოდის განმავლობაში ამერიკას ქვეყნისთვის 6 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება აქვს გაწეული. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

რობინ დანიგანის თქმით, საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორ შეერთებული შტატები.

„ამ 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დახმარების სახით 6 მლრდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული და ეს არ არის მხოლოდ რიცხვებში ასახული. ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ბევრია ქართველი, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით. ძალიან ბევრი ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია – პარტნიორობამ შეცვალა მათი ცხოვრება. ამ დახმარებამ ხელი შეუწყო ქართველების ბიზნესს განვითარებაში.

შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ჩვენი დაფინანსება იყო მიმართული საქართველოს სასაზღვრო პუნქტებსა და გასასვლელების აღჭურვილობაში, მოვამზადეთ მესაზღვრეები.

1600 ქართველი ბენეფიციარია, რომლებმაც სამხედრო განათლებით ისარგებლა. აშშ- საქართველო აღვჭურვეთ ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობებით და მათ საერთო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ 32 წელს ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში და დასძინა, რომ გასულ კვირას საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა