კვირა, იანვარი 11, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებამოსწავლეებისა და მშობლების პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება | ახალი შტატი საჯარო სკოლებში

მოსწავლეებისა და მშობლების პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება | ახალი შტატი საჯარო სკოლებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკოლებში და საჯარო უწყებებში გავლენას აფართოებს. მმართველი გუნდის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, უახლოეს დღეებში საჯარო დაწესებულებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შტატი ამოქმედება. საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეგზავნათ. ახალი კანონის მიხედვით,  სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე მონაცემებიც შეაგროვოს და  სკოლის სივრცეში ფოტო და ვიდეო გადაღებაც უზრუნველყოს. 

განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საჯარო და კერძო უწყებებში ახალი შტატების დამატება პირდაპირ მინიშნებაა იმაზე, რომ ოცნებამ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

დეტალები:

“თანახმა ვარ, საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებში დაამუშავოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემები. თანახმა ვარ, სკოლამ პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მომაწოდოს სკოლის მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზების შესახებ – ამ დოკუმენტზე ხელმოწერით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ეთანხმებიან მათი შვილებისა და ოჯახების წევრების შესახებ მონაცემების დამუშავებას. ეს ვალდებულება  პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შესული ცვლილებების შემდეგ ამოქმედდა.

ირაკლი ბახტაძე

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა