სამშაბათი, მარტი 10, 2026
Google search engine
მთავარიანალიტიკა2080-იანი წლების შუა პერიოდისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა პიკს მიაღწევს და 10.3 მილიარდი...

2080-იანი წლების შუა პერიოდისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა პიკს მიაღწევს და 10.3 მილიარდი გახდება

გაერომ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელსაც “World Population Prospects 2024” ეწოდება. მასში წერია, რომ 2080-იანი წლების შუა პერიოდისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა პიკს მიაღწევს და 10.3 მილიარდი გახდება. ამის შემდეგ ეს რიცხვი კლებას დაიწყებს და იმაზე მცირე იქნება, ვიდრე 11 წლის წინ ვარაუდობდნენ.

ამჟამად დედამიწაზე 8.2 მილიარდი ადამიანია. პროგნოზის თანახმად, მომდევნო 60 წლის განმავლობაში ეს რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და მაქსიმუმამდე ავა. 2100 წლისთვის სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგან ჩვენი პოპულაცია, 2013 წლის გამოთვლებთან შედარებით, 6%-ით შემცირდება, ანუ 700 მილიონით.

ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორისაა ფერტილურობის დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პიკი იმაზე ადრე დადგება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

დღესდღეობით გლობალურად მოსახლეობის 28%, ანუ მეოთხედი, ისეთ 63 ქვეყანასა თუ არეალში ცხოვრობს, სადაც პიკი უკვე დაფიქსირდა. მათ შორისაა ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და გერმანია.

მომდევნო 30 წელში ამ ჩამონათვალს თითქმის 50 სახელმწიფო შეუერთდება, როგორიცაა ბრაზილია, ირანი და თურქეთი. ადამიანთა რაოდენობის ზრდა 120-ზე მეტ ქვეყანაში 2054 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ასეთია, მაგალითად, ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია, პაკისტანი და ამერიკის შეერთებული შტატები.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ODIHR: „გრანტების კანონში“ ცვლილებები და ახალი შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებს

„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, - აცხადებს "ოდირი". ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა