მთავარიმსოფლიოევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი: უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შევთანხმდით

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი: უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შევთანხმდით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე.

“27-ვე ლიდერი შეთანხმდა” – თქვა მან და დასძინა, რომ ეს უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან, პროგნოზირებად დაფინანსებას.

შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ორბანმა ვეტო დაადო შეთანხმებას დეკემბერში გამართულ სამიტზე. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება.

“ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, დევს სასწორზე”, – დაწერა მიშელმა.

მომხდარს გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლა. 
“ჩვენ ვალში ვართ უკრაინელი ხალხის წინაშე. ვალში ვართ ასევე, ევროპელი ხალხის წინაშეც, რადგან, უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაცაა”, – წერს მეცოლა. 
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა