ხუთშაბათი, მარტი 12, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებაგამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო

საქართველოს მოქალაქეების 69% რუსეთს მიიჩნევს თავისი ქვეყნის მთავარ მტრად. ეს აჩვენა „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევამ, რომლის შედეგები CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა. ამასთან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება: 2021 წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევდა გამოკითხულთა 66%, 2019 წელს – 49%, 2017 წელს – 40%, ხოლო 2012 წელს – 35%.

გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, ხოლო 2%-მა – თურქეთი.

2024 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 8%, მესამეზე კი უკრაინა 7%-ით. შემდეგ მოდიან: თურქეთი, გერმანია, სომხეთი. რუსეთს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს გამოკითხულთა 2%.

გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი (26%) დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეგობრები საერთოდ არ ჰყავს.

2024 წლის “კავკასიის ბარომეტრი” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

პოლიტპატიმრები, დევნა, რუსეთ-ირანის გავლენები – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

12 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილია საქართველოში "ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან" პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების "სისტემატური დევნა" და დაყენებულია მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა