შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაავტორიტარული მიდგომები და ცუდი არჩევანი - ამერიკელი დიპლომატი "ოცნების" ქმედებებზე

ავტორიტარული მიდგომები და ცუდი არჩევანი – ამერიკელი დიპლომატი “ოცნების” ქმედებებზე

ავტორიტარული ქმედებები და არასწორი არჩევანი – ასე აფასებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი. დენიელი ფრიდი მიიჩნევს, რომ საქართელოს ხელისუფლება ავტორიტარული დღის წესრიგის გაძლიერებას ცდილობს. 

“ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში. ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი,- ამბობს ფრიდი.

ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლების ქმედებები მისთვის გაუგებარია, რადგან დასავლეთისგან იზოლირებით, ის რუსეთის წნეხის მიმართ უფრო დაუცველი ხდება. 

მე არ მესმის რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს ძველ მეგობრებისგან საუბარი არაა საქართველოს ან მოლდოვის პოლიტიკური ძალების შემადგენლობაზე ეს ამერიკელებს ნამდვილად არ ანაღვლებთ, რაც ჩვენ გვანაღვლებს არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები, საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება, მან ძალიან კარგად იცის რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს მეტად ვიდრე საქართველოს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს, ვიმედოვნებ უკეთესს არჩევანს გააკეთებენ, – ამბობს “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელი”, დენ ფრიდი. 

საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას მიანიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას გაცილებით მეტი გაგებით ეკიდებიან, და კიშინიოვს არ აკრიტიკებენ.

ვაშინგტონში კი ამბობენ, რომ მოლდოვის პროდასავლურმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია, და რომ კიშინიოვი ახლა სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს, რაც თბილისისგან იქნებოდა მოსალოდნელი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა