მთავარიეკონომიკასავალუტო რეზერვები 29%-ით, $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

სავალუტო რეზერვები 29%-ით, $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ივნისში, მაისთან შედარებით, რეზერვები 1.3%-ითაა (+65.3 მლნ აშშ დოლარი) გაზრდილი.

„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას“, – აცხადებენ Galt & Taggart-ში.

შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 937.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

მხოლოდ მაისში კი სებ-მა BMatch პლატფორმის საშუალებით, 154.7 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

მარეგულირებელმა რეკორდული შესყიდვა აპრილში განახორციელა, რომლის მოცულობამ 322.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა