მთავარითავდაცვა-შეიარაღებაუკრაინა თავდასხმის ჯარებს ქმნის

უკრაინა თავდასხმის ჯარებს ქმნის

უკრაინის მიერ თავდასხმის ჯარების შექმნის გადაწყვეტილება თანამედროვე ომის მოთხოვნებზე რეაგირებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი მდგრადობის გაზრდას და კონტრშეტევითი ოპერაციების ეფექტიანობას. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, მაიორმა ანდრეი კოვალოვმა განაცხადა.

თავდასხმის ჯარები სწრაფი რეაგირების დანაყოფებია, რომლებიც მოქმედებენ ყველგან, სადაც უეცარი საფრთხეები ან პრობლემები წარმოიქმნება, როგორიცაა, თავდაცვის დარღვევა, პოზიციების ან დასახლებების დაკარგვა. მათი მთავარი ამოცანაა სწრაფად განლაგება, მტერთან ბრძოლა და დაკარგული პოზიციების აღდგენა. მათ არ აქვთ გამოყოფილი თავდაცვითი სექტორები და ორიენტირებულნი არიან შეტევით, თავდასხმით და რეიდის ოპერაციებზე.

კოვალოვმა განმარტა, რომ თავდასხმის ჯარები მაღალმობილური და ავტონომიურია, ხშირად მოქმედებენ თავდასხმის ასეულებში ან ბატალიონებში, დამოუკიდებლად, სხვა დანაკარგების მქონე ბრიგადების სექტორებში. შეტევით ოპერაციებში მათ შეუძლიათ, იმოქმედონ თავდასხმის ბატალიონების ან პოლკების შემადგენლობაში, რათა მტრის თავდაცვითი ხაზი გაარღვიონ ან დასახლებების რიგი ტერიტორია დაიკავონ.


„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელს, საბრძოლო მოქმედებების ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საპასუხოდ, გადაწყდა, რომ თავდასხმის ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკე შტოდ ჩამოყალიბებულიყვნენ. ეს თანამედროვე ომის პირობებში ჩვენი შეიარაღებული ძალების ევოლუციის ლოგიკური ნაბიჯია. ეს აძლიერებს ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს, აძლიერებს თავდაცვით აქტივობასა და მდგრადობას და ზრდის კონტრშეტევითი მოქმედებების ეფექტიანობას,“ – განაცხადა კოვალოვმა.


20 სექტემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის ჯარების შექმნის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა