1. ვერასდროს მოუგებ მოწინააღმდეგეს, მტერს თუ ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე თანამებრძოლები დაქსაქსული ძალებით გახვალთ, რაც მოწინააღმდეგეს შენზე გარდაუვალ უპირატესობას აძლევს. ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ერთობა, კონსოლიდაცია. მუდამ გახსოვდეთ საქართველოს გერბზე რა წერია „ძალა ერთობაშია!“.
2. როცა შენი მოწინააღმდეგე კანონგარეშეა, მზად არის შეგიქმნას სიკვდილის საფრთხე, იძალადოს, გაწამოს და ა.შ. ამ დროს მხოლოდ უფლება კი არა ვალდებულება გაქვს თავი დაიცვა და საფრთხე გაანეიტრალო, ყველანაირი მეთოდით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის განმარტებული.
3. ტირანი და დიქტატურა (ტოტალიტარიზმი), არ მარცხდება მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნებით, ეს აბსურდი და შეცდომაა, ასეთი რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა: ტოტალური დაუმორჩილებლობა, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება (განეიტრალება), პიკეტირება, უწყვეტი აქციები და ტირანის რეჟიმის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში ძალითვე დაპირისპირება.
4. საერთაშორისო პარტნიორებთან შენი ქვეყნის და ხალხის მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან არა დაქსაქსული ოპოზიციური ფლანგით მუშაობა, რაც არამხოლოდ არასერიოზულობის არამედ იმედგაცრუების ტოლფასია, არამედ ერთიანი შეკრული ძალით, რომლის რეკომენდაციაც გამარჯვებისთვის ცივილიზებული სამყაროს ყველა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა გვირჩია და რეკომენდაცია მოგვცა.
5. რამ შეიძლება ტირანის მონოლითური რეჟიმი შეარყიოს, გამოიწვიოს მისი მარიონეტებიდან გამიჯვნა, ჩამოშორება თუნდაც გაქცევა: ეს არის რეჟიმის სიცრუის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად კრიტიკული მედიის ერთიანი საინფორმაციო ბადე, ფინანსური წყაროების გადაკეტვა, კორუფციული ფაქტების გამოაშკარავება და საკუთარ ოჯახებზე მძიმე საფრთხის შეგრძნება, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდნენ.
P.S. განვმეორდები – მებრძოლი ერი რომელიც ათობით საუკუნე ქვეყნის და ოჯახის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ღირსებას იცავდა, დღეს მისი სასაუბრო თემაა კაცების გათხოვება-გაუპატიურება, სქესის შეცვლა-გამოცვლა, შიში რომ ქალის კაბას ჩააცმევენ და ა.შ. ეს ყველაფერი კი გარე მოსისხლე მტრული ძალების და ქვეყნის შიგნით სამშობლოს მოღალატე ნაძირლების ერთობლივი ნაზავია, ერის მენტალური დეგრადაციისთვის, მებრძოლის სულის დაკნინებისთვის, დაცინვისთვის, შეურაწმყოფისთვის, რაც ნაწილობრივ მიღწეულია რისი ბოლოც მისი საბოლოო დამონება და საერთაშორისო არენაზე გამოჩენაა, როგორც არარაობა ქვეყნის და ერის, რომელსაც თავად ქართველებივე არ სცემენ პატივს.
ვიბრძოლებთ გავიმარჯვებთ, დაუმარცხებელი მტერი არ არსებობს თუ მეომარს ღირსება გააჩნია!
წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბეგთაბეგი










