შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოება“რუსეთში საქართველოს 26 აგენტი გაქრა, ის, ვინც გადასცა რუსეთს ეს სია ახლაც...

“რუსეთში საქართველოს 26 აგენტი გაქრა, ის, ვინც გადასცა რუსეთს ეს სია ახლაც ჩინოვნიკია” – სკანდალური ინტერვიუ

2022 წელს უკრაინაში მებრძოლი ქართველები ღიად ამბობდნენ, რომ მათ შესახებ პირადი ინფორმაცია, ისეთი, როგორიცაა სამხედრო ბილეთის ასლი და სხვა დოკუმენტაცია, რუსეთის ხელში მოხვდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთს ქართველი მებრძოლების და ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია უვარდება ხელთ და როცა ქართულ მხარის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ ადამიანები ამ დოკუმენტების გადაცემაში.

ალია 2021 წლის 29 სექტემბერს წერს რუსეთისთვის გადაცემულ სიაზე და 2012 წელს რუსეთში გამქრალ საქართველოს 26 აგენტზე.

დღეს, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებში მყოფი აგენტურული ქსელი, 2012 წელს, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ერთიანად დააკავა რუსეთის დაზვერვამ და რუსეთს ეს სია საქართველოს ხელისუფლება გადასცა.

ალიას არქივი, 29 სექტემბერი, 2021 წელი

„ალიას“ კიდევ ერთი ყოფილ ძალოვანი დაუკავშირდა, რომელიც სკანდალურ ისტორიას გვიყვება, გასაგებ მიზეზთა გამო, მას არ სურს ვინაობის გამხელა.

მისი გვარი ასევე „ვერ მოხვდა“ სუს-ის სავარაუდო ფაილებში, ის თვლის, რომ მისი საუბრების თემა იმდენად მძიმე იყო, მისი გახმოვანება არც ხელისუფლების სურვილი იქნებოდა და არც ოპოზიციის, აი, როგორ მოხდა, რომ მათი გემოვნება თანხვედრშია, ამ კითხვას თავადაც სვამს.

-სუს-ის სავარაუდო ფაილების გავრცელება ძალიან მაგონებს 2012 წელს, მაშინაც ის ინფორმაცია იქნა გაცემული, რომლიც გაცემაც აწყობდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ვგულისხმობ საქართველოს გაყიდულ აგენტებს რუსეთში!

– მათი ოჯახები რას ამბობენ?

– არაფერს. ზოგმა ისიც არ იცის, ცოცხალია, თუ არა, მათი ოჯახების უმეტესობას არც მათ სამუშაოზე ჰქონდა წარმოდგენა. მათ ვინაობას ამჯერად ვერ გავამხელ, იმას ვიტყვი, რომ ეს ის 26 ადამიანია, რომელთა გაქრობაზე მე მაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ყველაზე არც მე მქონდეს ინფორმაცია. მათგან 2 ქალია, ორივე ქალბატონი ეროვნებით რუსი იყო, თუმცა, საქართველოზე მუშაობდნენ.

– თქვენი აზრით ყველა დაღუპულია?

– ვერ გეტყვით, შესაძლოა, ზოგმა მოახერხა თავის დაღწევა, შესაძლოა, მაგალითად, არ იყო იმ დროს „ველზე“, გაუმართლა და როცა ნახა, „დაიწვა“, უკან აღარ დაბრუნდა, თუმცა, ასეთი იღბლიანი შემთხვევები, სამწუხაროდ, უმეტესად ფილმებში ხდება. გარდა იმისა, რომ ადამიანურად ძალიან ცუდი რამ მოხდა, ეს იყო უდიდესი დანაკარგი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ასეთი კადრების გამოზრდას ათეულობით წელი სჭირდება და ვინღა უნდა გამოზარდოს, ისიც საკითხავია. მინიმუმ 20-30 წელი ისინი, ისევ გამოადგებოდნენ საქართველოს და უამრავ კარგ საქმეს გააკეთებდნენ. დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მზეა, წვიმა, თოვლი, თუ ქარი, დილაა, საღამო, თუ ღამე, მხოლოდ ამ ადამიანებზე ვფიქრობ, ვერასოდეს ვაპატიებ ამის გამკეთებელს…

– გაქვთ ვინმეზე ეჭვი?

– ვიცი ვინცაა… ჩინოვნიკი იყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ჩინოვნიკია. ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია რომ შეიქმნება, ალბათ, მერეც ჩინოვნიკი იქნება, ამაშია საქმე! პირდაპირ მითხრა ერთმა იქაურმა (გულისხმობს, რუსეთს. ავტ.), მე არ ვიცი სამომავლოდ რა გექნებათ და რას იზამთ, მაგრამ ასეთი „ერთგულება“ თუ გაქვთ, სახელმწიფო როგორ გექნებათო. ეს იმდენად დიდი ბოროტება იყო, იმათაც ვერ დაფარეს გაოცება. მოღალატე არავის უყვარს.

– რა იყო მიზეზი ამ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემის? ფული? პირადი ინტერესი?

– ხელისუფლების გადაბარება მიდიოდა მაშინ, სურდა გარანტიები ახალ ხელისუფლებასთან, გარდა ამისა, სჭირდებოდა იმის გარანტიაც რომ არავინ ჩაუშვებდა. ის თავად ეწევა ორმაგ თამაშს, რუსეთთანაც თანამშრომლობს და ამერიკასთანაც. 2012 წელს რუსებს გაუგორა კოჭი და ახლა, 2021 წელს ამერიკელებს. ამის შემოქმედი ახლა თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, მსუყედ. როგორც 2012 წელს მოიშორა მისთვის არასაჭირო ადამიანები, მგონია, ასე მოიქცა ახლაც, გარანტიები მომავალი ხელისუფლებიდან და ამჯერად უკვე, ამერიკისგან სჭირდება.

– თქვენ როგორ გადარჩით?

– რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული ჩემი გადარჩენა, რასაც ახლა პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ მოვყვები, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ხის დამალვა ყველაზე ადვილი ტყეშია.

გიორგი ჯავახაძე, “ალია”

ასევე:
ქართველი მობრძოლების საბუთები მტრის ხელშია – მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვამ მისი საქმე გაყიდა – https://www.alia.ge/qarthveli-mebrdzolebis-sabuthebi-mtris-khelshia-mikheil-qamkhadze-varaudobs-rom-thavdatsvam-misi-saqme-gaqhida/

“2012 წელს რუსულმა დაზვერვამ და ФСБ-მ დაიჭირა ჩვენი აგენტურული ქსელი – სიები გადასცა საქართველოს ხელისუფლებამ” – კალანდაძე – https://www.alia.ge/2012-tsels-rusulma-dazvervam-da-m-daitchira-chveni-agenturuli-qseli-siebi-gadastsa-saqarthvelos-khelisuphlebam-kalandadze/

წყარო : alia.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა