მთავარიმსოფლიორუსეთის დუმამ პუტინს უცხო ქვეყნებზე თავდასხმის უფლება მისცა

რუსეთის დუმამ პუტინს უცხო ქვეყნებზე თავდასხმის უფლება მისცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი,რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხში.

დოკუმენტს 384-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ცვლილებები შევა „მოქალაქეობის შესახებ“ და „თავდაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონებში. ახალი ნორმების თანახმად, პუტინს შეუძლია, გამოიყენოს არმია „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვარგარეთ დააპატიმრეს, დააკავეს ან სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან იმ სასამართლოების მიერ, რომლებიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე მოქმედებენ ან საერთაშორისო ინსტანციების მიერ, რომლებსაც მოსკოვი არ აღიარებს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტს ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნა შეეძლო მხოლოდ იმ გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რომლებიც „რუსეთის ინტერესებს“ ან „ქვეყნის საჯარო სამართლებრივ წესრიგის საფუძვლებს“ ეწინააღმდეგება.

სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, როგორც „რუსეთის მოქალაქეების დაცვის გაძლიერების“ ზომა არამეგობრული უცხო სახელმწიფოების „არამართლზომიერი ქმედებებისგან“.

1tv.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ივანიშვილის სანქცირება, მხარდაჭერა ქართველ ხალხს – საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა