შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება

საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას.


პარლამენტის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, “უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად.”

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, “უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად.”


ცვლილებების ამოქმედების შემდეგ:

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.


იუსტიციის სამინისტროს განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე 2018 წელს გაიზარდა, რამაც “გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე.” უწყება განმარტავდა, რომ “მოქალაქეობის არმქონე” სტატუსის დადგენა დაიწყო 2012 წლიდან, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა