ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაMI6-ის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი პუტინს აფრთხილებს: უკრაინას არ მივატოვებთ

MI6-ის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი პუტინს აფრთხილებს: უკრაინას არ მივატოვებთ

MI6-ის ახალმა ხელმძღვანელმა ორშაბათს “აგრესიული, ექსპანსიონისტური” რუსეთი გააკრიტიკა და პუტინი გააფრთხილა, რომ ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინას არ მიატოვებს.

ვითარების არსი: MI6-ის შტაბ-ბინაში პირველი გამოსვლისას, ბლეიზ მეტრეველმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ერთგულება კიევის მიმართ ურყევია: “პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. წნეხი, რომელსაც ვახორციელებთ, შენარჩუნდება.”

  • მოსკოვის მიერ ბრიტანეთისთვის შექმნილ რისკებზე საუბრისას მეტრეველმა აღნიშნა: “ქაოსის ექსპორტი რუსული მიდგომაა და არა შემთხვევითი შეცდომა საერთაშორისო ურთიერთობებში. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება შეცვალოს თავისი გათვლები.”
  • ეს განცხადება მან იმ ფონზე გააკეთა, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, რათა საშობაოდ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

ჩაშლილად: ორშაბათს ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპის წარმომადგენლებს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ბერლინში შეუერთდება, რათა განიხილონ სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია.

  • მეტრეველის თქმით, ფრონტის ხაზი ყველგანაა და სააგენტო მაქსიმალურად უნდა დაეუფლოს ტექნოლოგიებს. 
  • “ჩვენ ისე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ თავს კოდებთან, როგორც ადამიანურ წყაროებთან; თავისუფლად უნდა ვფლობდეთ Python-ს და სხვა მრავალ ენას.” – ხაზი გაუსვა დაზვერვის უფროსმა.
  • ტექნოლოგიაზე ფოკუსირებასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის წესები გადაიწერება რუსეთისა და სხვა მტრული აქტორების მიერ და მსოფლიო ახალი “გაურკვევლობის ეპოქის” წინაშე დგას.

დიდი სურათი: რუსეთი აქტიურად არის ჩართული ევროპულ ქვეყნებთან ჰიბრიდულ ომში და კიბერშეტევებში. 

  • წელს Jaguar Land Rover-ს დამანგრეველმა კიბერშეტევამ 1.9 მილიარდი ფუნტ სტერლინგის ზარალი მიაყენა, ხოლო Marks and Spencer-ზე მსგავსი თავდასხმით მიღებული ზარალი £300 მილიონი იყო.
  • ბრიტანეთის დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საზღვაო ფლოტის მოდერნიზებას ცდილობს, რათა თავს დაესხას კრიტიკულ წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს.  

კონტექსტი: ბლეიზ მეტრეველმა სერ რიჩარდ მური MI6-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წელს შეცვალა და გახდა პირველი ქალი, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს 116-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა