შაბათი, აპრილი 20, 2024
Google search engine
მთავარიUncategorizedთამარ გაბუნია: „ფაიზერის" დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ და იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს...

თამარ გაბუნია: „ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ და იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს

„ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ „ფაიზერის“ ვაქცინებს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს.

„ფაიზერის” დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს არსებული მარაგები ვალიდური არის 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ 1-ელ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ „ფაიზერზე“ წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მარაგებს – ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა