ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკასაგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა - ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო...

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა – ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

აქედან ექსპორტი 2 502.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ- მაისში, 3 356.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 021.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 194.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 059.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: commersant.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა