ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოს მეგობარი რუსეთი არასდროს ყოფილა - ფაქტები

საქართველოს მეგობარი რუსეთი არასდროს ყოფილა – ფაქტები

საქართველოს მეგობარი რუსეთი არასდროს ყოფილა, ის ყოველთვის ჩვენი მტერი იყო – ფაქტები:

რუსებმა ვახტანგ VI მიატოვეს ოსმალეთთან ომში – უღალატეს და ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება;

1770 – ღალატი ასპინძის ომში;

1795 – ღალატი კრწანისის ომში;

1801 – საქართველოს ანექსია;

1804 – მთიულების აჯანყება. აჯანყების სასტიკი ჩახშობა, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა, ქალების გაუპატიურება, ბავშვების ხიშტზე აგება;

1811 – ავტოკეფალიის გაუქმება;

1812 – კახეთის აჯანყება. აჯანყების მონაწილეთა სასტიკი დასჯა: დახვრეტა, გადასახლება, მონაწილეთა ოჯახების დარბევა;

1819 – იმერეთის აჯანყების სასტიკი ჩახშობა, მშვიდობისნი მოსახლეობის აწიოკება, ძარცვა;

1856 – სამეგრელოს აჯანყება. აჯანყებულების დახოცვა, მათი ოჯახების განადგურება, ქალების გაუპატიურება, ბავშვების ჭაში ჩაყრა – დახჩობა;

1887 – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა;

სვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან მოოქროვილი ხატების ძარცვა-დატაცება, ისტორიული წიგნების დაწვა-განადგურება, ეკლესიების კირით გადაღებვა, ეკლესიებიდან და სკოლებიდან ქართული ენის განდევნა, რუსიფიკაციის დაწყება;

1920 – სოჭის ანექსია;

1921 – ჰერეთის, ლორეს და ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილის გაჩუქება – ყარსის ხელშეკრულებით;

1922 – სვანეთის აჯანყების ჩახშობა, სოფლების გადაწვა, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა;

1923 – კოტე აფხაზის დახვრეტა, დავით და კონსტატინე მხეიძეების ცხედრების ამოთხრა და ქუჩა-ქუჩა თრევა;

1924 -აჯანყების სასტიკი ჩახშობა, დაიხოცა 12 000 ქართველი;

1925 – მიხა ხელაშვილის მკვლელობა;

1937 – მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, დიმიტრი ყიფიანის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, გიორგი ელიავას, ბესარიონ ჭიჭინაძის, ქართული ენის მასწავლებლების, მეცნიერების, გლეხების დახვრეტა და ფარული მკვლელობა;

1941-1945 გერმანია-რუსეთის ომი, 300 500 დაღუპული ქართველი;

1942 – სტუდენტებისაგან შემდგარი პარტიული ორგანიზაცია „სამანის“ 17 წევრის დახვრეტა;

1951 – მეგრელთა საქმე;

1956 – 9 მარტი, მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტა, ცოცხლად ხალხის მტკვარში გადაყრა;

1989 – 13 ოქტომბერი, მერაბ კოსტავას მკვლელობა;

1991 – პუტჩის ორგანიზება, დაფინანსება და მონაწილეობა;

1992-1993 – აფხაზეთის ომი, 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული, აფხაზეთში დარჩენილი ქართველების ფარული მკვლელობა, ქართული ენის განდევნა სკოლებიდან;

1998 – გალის მოვლენები;

2004 – შეტევა სამაჩაბლოზე;

2008 – ომი საქართველოს წინააღმდეგ, სამაჩაბლოს მიტაცება, ქართველების გენოციდი;

მცოცავი ოკუპაცია, ხალხის გატაცება.

2022 – ? – რუსების ჩასახლება საქართველოში და გარუსების პოლიტიკის დაწყება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა