სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაAmnesty International – “ამ დამაზიანებელი კანონპროექტით, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის...

Amnesty International – “ამ დამაზიანებელი კანონპროექტით, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია”

Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი საგანგებო განცხადებით ეხმაურება “პოლიციის მხრიდან გამოყენებულ უკანონო ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, მიეღო ‘უცხოეთის გავლენის’ შესახებ კანონპროექტი” და წერს:

“ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია”.

“ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული – ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში – აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში – მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ”, – აცხადებს Amnesty International-ი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა