მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი: პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია

ჯო ბაიდენი: პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.

“როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია”, – თქვა ბაიდენმა კალიფორნიაში დონორებთან.

გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყეს, რომელთაგან ზოგიერთი, მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია იმ ატომურ ბომბებზე, რომლებიც აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდო.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა