ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებარუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - კვლევა

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში – კვლევა

ქართული ოცნების ხელისუფლება არაფერს აკეთებს საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაჩერებლად – ეს არის არასამთავრობო სექტორის რამდენიმე კვლევის ძირითადი მიგნება. კოალიცია “ინფორმაციის სანდოობისთვის” კონფერენციის ფარგლებში რუსული ბიზნესის გავლენებსა და კორუფციაზე იმსჯელეს. 

მკვლევარები ამბობენ, რომ რუსეთი დიდი ხანია კორუფციასა და ფულის გათეთრებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. რუსული პროპაგანდის გავრცელება და საზოგადოების დეზინფორმაცია  კი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ძირითადი მიგნებების შეჯამება:

 – უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე;

– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს;

– 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში,  უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები;

– 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი — 197%-ით. ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ – და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი;

– 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161,032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.

კვლევა ვრცლად

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა