სამშაბათი, სექტემბერი 16, 2025
Google search engine
მთავარიტექნოლოგიებიApple-მა 2023 წლის პირველი პროდუქტები წარადგინა

Apple-მა 2023 წლის პირველი პროდუქტები წარადგინა

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა 2023 წლის პირველი პროდუქტი წარადგინა. მან მომხმარებლებს უფრო სწრაფი მაღალი კლასის Macbook pro-ს ლეპტოპები და Mac mini-ის დესკტოპ ვერსია შესთავაზა.

ახალი 14 და 16-დიუმიანი MacBook Pro-ები ისევე გამოიყურება, როგორც წინა – 2021 წლის მოდელები, მაგრამ M1 Pro და M1 Max პროცესორები ჩანაცვლებულია უფრო მძლავრი M2 Pro და M2 Max ჩიპებით. 

Apple-მა M2 ჩიპი პირველად გასულ წელს MacBook Air-სა და დაბალი კლასის MacBook Pro-ში გამოიყენა.  

ახალი Mac-ებით კომპანია აძლიერებს პროდუქციის ხაზს, რომელმაც შარშან კომპანიას მოუტანა $40,2 მილიარდი, რაც ტექნიკური გიგანტის შემოსავლის 10%-ზე მეტს შეადგენს. 

კომპანია ასევე გეგმავს წლის ბოლოსთვის M2 ჩიპის ვარიაციის გამოყენებას მაღალი დონის Mac Pro დესკტოპ კომპიუტერზე. Apple ასევე მუშაობს MacBook Air-ის ახალ ვერსიებზე, მათ შორისაა უფრო დიდი – 15 დიუმიანი მოდელები. 

განახლებული 14 დიუმიანი MacBook Pro-ის ფასი $1999-დან იწყება, ხოლო 16 დიუმიანი ვერსიის ფასი $2499-ია. Mac mini წინა ვერსიასთან შედარებით, $100-ით ნაკლები – $599 ღირს. Apple-ის განცხადებით, ყველა ახალი Mac-ის მიწოდება 24 იანვარს დაიწყება. 

ნიუ-იორკში ვაჭრობაში Apple-ის აქციების ფასი 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა და $135,94 შეადგინა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„ანტიამერიკული გადახვევა მოსკოვისკენ, თეირანისა და პეკინისკენ“ – რა თქვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენაზე (ვიდეო)

10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა