მთავარიმსოფლიო"პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ...

“პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში” | აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ამის შესახებ მან იტალიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ბანკი, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებთან მუშაობს, დაისჯება. ბაიდენის თქმითვე, პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები მათ შეაფერხებს.

“პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში”, – განაცხადა ბაიდენმა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა