მთავარიპოლიტიკამარტა კოსი: საქართველოს მთავრობა, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი EU-ში, თქვენ აშორებთ...

მარტა კოსი: საქართველოს მთავრობა, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი EU-ში, თქვენ აშორებთ თქვენი ხალხს EU-ს

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ მათ არ მიჰყავთ ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ, ისინი აშორებენ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირს.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ “ნოემბერში მიიღებენ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მისცემთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯები”.

“ნოემბერში, იმედია, მივიღებთ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთავრობა ეუბნება ხალხს, რომ მათ ისინი ევროკავშირისკენ მიჰყავს. საქართველოს მთავრობა, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ აშორებთ თქვენი ხალხს ევროკავშირს. თუ სერიოზულად ხართ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ. შემდეგ შეგვიძლია საუბარი”, — თქვა მარტა კოსმა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა