ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებაროდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა? — სალომე ზურაბიშვილი EMAAR-ჯგუფის...

როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა? — სალომე ზურაბიშვილი EMAAR-ჯგუფის $6 მლრდ-იან ინვესტიციაზე

“არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში EMAAR-ჯგუფი $6 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებს.

ზურაბიშვილი კითხვებს სვამს: “როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესების ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად, არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა?”

“არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას, არც… არც…

მიკვირს კი ამ თვით გამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაულ გარიგებით- როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესების ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000$-იან ბათუმის და თბილისის ცათამბჯენებში? როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა?

გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს!
ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!”, – წერს ზურაბიშვილი.

წყარო: on.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ODIHR: „გრანტების კანონში“ ცვლილებები და ახალი შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებს

„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, - აცხადებს "ოდირი". ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა