კვირა, დეკემბერი 21, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - აცხადებს ევროკომისია

„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – აცხადებს ევროკომისია

ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში მიუთითებს, რომ „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

  • ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი – მთელ მოსახლეობას;
  • ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ – არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
  • ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

რა ხდება

იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

თუმცა, ამის მიუხედავად, დირექტივა ბლოკის ყველა წევრს არ შეუსრულებია, – მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს.

  • ბრიუსელი, – რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ემხრობა ფინანსური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის, – ამას ვერ ახერხებს.
  • მიზეზი არის კონსენსუსის წესი – ფინანსური სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო, სულ მცირე, უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგობას სწევენ;
  • ამასთან, ევროკავშირმა 2025 წლის ნოემბერში დაამტკიცა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც ბლოკთან უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ასეთი 61 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც.
  • ახალი წესები ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის – და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს და ამის უფლება ევროკომისიას ექნება.

2025 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მორიგი, მერვე ანგარიში.

მიღებული დოკუმენტის ძირითად მიგნებებში წერია, რომ „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა”.

ევროკომისია მიუთითებს, რომ „პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ვალდებულებებს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა საქართველომ გააუქმა ადრინდელი რეფორმები“.

წყარო: www.radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი: რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს – მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს,...

რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს , - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს. ტულსი გაბარდი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა