ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა" ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა" | სენატორი შაჰინი

“[საქართველოს მთავრობამ] ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა” | სენატორი შაჰინი

“[საქართველოს მთავრობამ] ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა”, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრობს, სადაც მიმდინარეობს მოსმენა “ევროპის მომავალი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილება.

“მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც იმეორებს მსგავს რუსულ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად…”, – განაცხადა შაჰინმა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი “მკაფიო” იყოს იმის თაობაზე, რომ “ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია.” მისი თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს.

ჯინ შაჰინი აცხადებს იმასაც, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს “ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც [საქართველოში] ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია”.

“ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ აქვს საქართველოს მთავრობას ასეთი მიდგომა, როცა მისი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როცა მე საქართველოში ვიყავი, ნამდვილად ძალიან მწვავედ იდგა საკითხი საქართველოს უსაფრთხოებისა და რუსეთის შესახებ. ასევე ძალიან მწვავედ იდგა საკითხი ლტოლვილების სიტუაციაზე. გაუგებარია, რატომ არ უსმენს მთავრობა საქართველოს ხალხის ხმას, რომლებსაც უნდათ ევროკავშირში გაერთიანება”, – განაცხადა შაჰინმა [სინქრონული თარგმანი].

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა