მთავარიანალიტიკასაქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განაჩენი დასავლური სამყაროსგან

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განაჩენი დასავლური სამყაროსგან

ეს აღარ არის პოლიტიკური კრიზისი — ეს არის საქართველოს ეროვნული კატასტროფა და სახელმწიფოებრივი განადგურება.

დასავლური სამყარო — ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები და ეუთო — ღიად აცხადებს: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო მიიყვანა ავტორიტარულ ჭაობამდე, სადაც დემოკრატია, უსაფრთხოება და მომავალი ნადგურდება.

აი, რა წერია საერთაშორისო პარტნიორების ოფიციალურ დასკვნებში:

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის განაჩენი (OSCE Moscow Mechanism):

ეუთოს 23-მა წევრმა სახელმწიფომ ამოქმედდა მოსკოვის მექანიზმი — უკიდურესი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემური დარღვევების გამოსაძიებლად. ექსპერტთა ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული:

  • მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების მიმართ წამება, არადამიანური მოპყრობა და სისტემური ძალადობა.
  • სასამართლო სისტემის, პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების რეპრესიულ იარაღად ქცევა.
  • ოპოზიციის აკრძალვის მუქარა, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და რეპრესიული კანონმდებლობა („რუსული კანონი“, ცენზურა).

დემოკრატია და სასამართლო:

ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. აშშ-მა და ევროპელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მიითვისა არჩევნები, გააუქმა კანონის უზენაესობა და სასამართლო გადააქცია კლანურ-პოლიტიკურ დირექტივების შესასრულებელ ორგანოდ.

უსაფრთხოება, თავდაცვა და სუვერენიტეტი:

აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო-საბრძოლო დახმარების პროგრამები. ნატო-სა და დასავლეთის თავდაცვითი ქოლგისგან საქართველოს ჩამოშორებით, რეჟიმმა ქვეყანა პირისპირ დატოვა რუსულ აგრესიასთან და უსაფრთხოების სრული ვაკუუმი შექმნა.

განათლება და ეკონომიკა:

საერთაშორისო პარტნიორებმა შეაჩერეს ასობით მილიონი დოლარის/ევროს დახმარება და სამეცნიერო-საგანმანათლებლო გრანტები. ინვესტიციების გაქრობა, სანქციების რისკი და დასავლური ბაზრებიდან იზოლაცია ქვეყანას სიღარიბისა და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისკენ ექაჩება.

პერსონალური სანქციები:

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიის ქვეყნებმა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) სავიზო და ფინანსური სანქციები დააწესეს ივანიშვილზე, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებსა და რეჟიმის გამტარებლებზე — წამების, დემოკრატიის ხელყოფისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

დასკვნა მარტივია:

რეჟიმმა საქართველო გადააქცია იზოლირებულ, რეპრესიულ და უპერსპექტივო ზონად. ეს აღარ არის არჩევანი პოლიტიკურ პარტიებს შორის — ეს არის არჩევანი საქართველოს გადარჩენასა და მის საბოლოო გაქრობას შორის!

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ვენეციის კომისია გრანტების კანონში ცვლილებებზე: საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს, სუვერენიტეტს არ იცავს, ოპოზიციის არსებობას უშლის ხელს

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აკრიტიკებს „გრანტების კანონში“ ცვლილებებს, - ცვლილებებს, რამაც საქართველოში გერმანულ პოლიტიკურ ფონდებს დახურვა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა