ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში აღწერილ რეკომენდაციებს.

განცხადება სრულად:
“ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: ქართული ოცნება ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს.
ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაითჰაუსი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.










