სანამ ამ პატარა სტატუს შემოგთავაზებთ მანამდე მინდა თავად ამ სტატუსის არსი ვახსენოთ, ეს ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელია, რომელიც ქართველებს სამაგიდო წიგნად, რომ გვექცია ასეთ უბედურებაში არ გავეხვეოდით.
მოკლედ აღარ დარჩა ჩამოსული სტუმარი რომელსაც მტრად არ აღვიქვავთ და ამაზრზენად არ ვუყურებთ, სადაც მეგობარი გამოგვიჩნდა იქ საკუთარი ხელით ვჭრით ამ კავშირს, ვინც ამ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა, ქვეყანას გვართმევსო და გავაგდეთ, ვინც ჩვენი წმინდა სალოცავების ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, რესტავრაციაში დაგვეხმარა, სარწმუნოებას გვილახავს და გვართმევსო დავაბრალეთ, ასეთი სიგიჟეების ჩამოთვლა, რომ არ გავაგრძელო მოკლედ დავწერ, ნუთუ ამ ქვეყანაში ასეთი რთულია ადამიანებისთვის სარკეში ჩახედვა და სიმართლის დანახვა, ვის ინტერესში შედის ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად სტუმართმოყვარე ერის ასეთი დეგრადაცია? პასუხი ხომ ყველამ იცით? ოკუპანტი რუსეთი და რაც ყველაზე საშინელია მისი საცეცები, სამშობლოს მოღალატე ქართველების, რუსული რეჟიმის, ძალაუფლების და კორუფციის შენარჩუნების მიზნით.
პირადად მე არ შემხვედრია უცხოელი სტუდენტი იქნება, ტურისტი თუ სამუშაოს საძებრად ჩამოსული ადამიანი (ოკუპანტი რუსების და ბელორუსების გარდა ისიც გარკვეული ნაწილი) რომ პატივს არ სცემდეს ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ისტორიას, უფრო მეტიც ბევრი აქვე დაოჯახდა, მათლმადიდებელი ქრისტიანიც გახდა და შვილებსაც ქართულ ტრადიციებზე ზრდის.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს გვართმევენო, ეს ნამდვილად სასაცილოა ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამუშაო ადგილებს ეს რუსული რეჟიმი, ოლიგარქია, ნეპოტიზმი და რაც მთავარია კორუმპირებული ნაძირლები გვართმევენ და არა ჩამოსული უცხოელები.
ასეთ დღეში ვართ სარწმუნოების და ღირებულებების დაცვის მხრივაც, ვინც, დაგვიფინანსა და აღდგენაში დაგვეხმარა ის მტრად გამოვაცხადეთ და ვინც 800-მდე ეკლესია-მონასტერი დაგვინგრია, 2500-დან 3000-მდე მღვდელ-მონაზონი, მოგვიკლა, დაატუსაღა და გადაასახლა, ვინც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია გაგვიუქმა, ვინც ორი პატრიარქი მოგვიკლა, მათ შორის წამებით ამბროსი ხელაია, ხოლო კირიონ მეორე კი მოწამლეს, ვინც საქართველოს ეკლესიის ქონება (შეფასებულია ხუთ მილიარდ დოლარად) წაიღო საქარველოდან და ა.შ. ერთმორწმუნე ძმებს ეძახიან და მათ ბატონობას და მფარველობას ლამობენ მავანნი ანუ ეს რეჟიმი და მისი მესვეურები ყველა დონეზე, მათი მხარდამჭერები.
როგორ მივედით აქამდე? პასუხი მარტივია, ჩვენი ნებით, ფარისევლობით, უჭკუობით, უწიგნურობით, ვაჟას და ილიას გზის იგნორით, მოსისხლე მტრის პროპაგანდის მანტიაში გახვეული ტყვეობით, ხო და რაც მთავარია მუცლით, კუჭით, საუბედუროდ ზუსტად აქამდე დაეცა ბევრი ადამიანის ღირსება.
რა მაშინებს? 4 ოქტომბერი, რატომ? თუ ამ დღეს ჩვენს გულში და სულში გაქრა, ჩაქრა მტერზე წინააღმდეგობის გაწევის ჟინი, თუ დავკარგეთ თავდაცვის და ბრძოლისუნარიანობა, დავკარგავთ ქართულ სახელმწიფოსაც, მომავალსაც, გადაშენება და გაქრობაც გარდაუვალი გახდება, თუმცა პესიმისტურ ნოტაზე ვერ დავამთავრებ ჩვენ ბრძოლისუნარიანებიც ვართ, სტუმართმოყვარენიც უბრალოდ ამ ნაკვერჩხალს გაგვივება სჭირდება, რაც შეეხება 4 ოქტომბერს? ვიბრძოლებთ და მოვიგებთ, გავიმარჯვებთ აბა რას ვიზავთ!!!
ბექა ბეგთაბეგი