კვირა, დეკემბერი 7, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებაწერილები ცრუ მღვდლებს!

წერილები ცრუ მღვდლებს!

„გაიხადეთ ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება…თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს.“

ვაჟა-ფშაველა

„დიდის ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა. ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს. ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვეღარ იცლიან. ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი. აბა იფიქრეთ, თუ მღვდელს დიდი ოჯახი აქვს და პატარა სიხარბეც მოსდევს, რა მუსრს აადენს თავის სამწყსოსა. ერი ამით ძალიან შეწუხებულია და მომდურავი. ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდეს.“

ილია ჭავჭავაძე

„ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ-ფეხშუმები და სახარება? განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა? რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი? განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას? მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო. ჩემი აზრით ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი. აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.

იცოდეთ, რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ-უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.

მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან „ცოდვების მოსანანიებლად“, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.“

მიხეილ ჯავახიშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

https://www.youtube.com/watch?v=HJv7UCQWPf8 ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა