ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება" - "საქართველო იღებს კანონებს,...

“ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება” – “საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც ევროპულს არ შეესაბამება, პირიქით, ეწინააღმდეგება” – გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი (ვიდეო)

💬

„უსამართლო დამოკიდებულება“? ჩვენ კანდიდატის სტატუსი შემოგთავაზეთ.“ – გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ირაკლი კობახიძი განცხადებაზე!

ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყანამ, ეს არჩევანი არ არის და არც განხილვის საკითხია, სრულიად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. ევროკავშირი კანონისმიერი ერთობაა რისი არსიც ის არის, რომ ჩვენ ყველას მსგავსი კანონმდებლობა გვაქვს. თუკი ევროკავშირის წევრი ხარ, ევროპული კანონმდებლობა შენი კანონმდებლობაა. როგორც კი ამას შეასრულებ, შეგიძლია გაწევრიანდე. თუკი ამას არ აკეთებ, ვერ გაწევრიანდები. საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც ევროპულს არ შეესაბამება.

[…] ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის არსებობა, რაც ევროკავშირს ნიშნავს და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტები [ევროკავშირის კანონმდებლობის] უმნიშვნელოვანესი სფეროებია. საქართველო კი იღებს კანონებს, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამ საბაზისო ელემენტებს. ასეთ კანონმდებლობით თქვენ უბრალოდ ვერ გაწევრიანდებით. არავინ არის ვალდებული გაწევრიანდეს ევროკავშირში, ეს სრულად ნების საკითხია, მაგრამ ასეთი კანონმდებლობით საქართველო წევრი ვერ გახდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა