ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოაშშ-მ ФСБ-ის ყველაზე მძლავრი კიბერშპიონაჟის პროგრამა გაანადგურა, რომელსაც რუსეთი 20 წლის განმავლობაში...

აშშ-მ ФСБ-ის ყველაზე მძლავრი კიბერშპიონაჟის პროგრამა გაანადგურა, რომელსაც რუსეთი 20 წლის განმავლობაში იყენებდა

აშშ-მ გაანადგურა მოწინავე, მავნე პროგრამა (Malware –  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაინსტალირებულია კომპიუტერზე მომხმარებლის თანხმობის გარეშე და რომელიც ახორციელებს მავნე მოქმედებებს, როგორიცაა, პაროლების ან ფულის მოპარვა), რომელსაც რუსული დაზვერვის სამსახურები იყენებდნენ აშშ-სა და NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოსაპარად, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, განაცხადეს სამშაბათს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

მთლიანობაში, კრემლის ჯაშუშები იყენებდნენ საგულდაგულოდ შემუშავებულ კომპიუტერულ პროგრამას, რათა მოეპარათ ინტელექტუალური საკუთრება და მგრძნობიარე ინფორმაცია 50-ზე მეტ ქვეყანაში.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ყველაზე დახვეწილ მავნე პროგრამას, რომელსაც FSB იყენებს, როცა საქმე ეხება ჯაშუშურ კამპანიებს”, – განაცხადა FBI-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსი ჯაშუშები არ იყენებდნენ ამ პროგრამას ფიზიკური თავდასხმების მოსაწყობად, თუმცა რუს ჯაშუშებს მსხვერპლთა კომპიუტერებზე ფარული წვდომისა და ამ მოწყობილობებს ერთმანეთთან ფარულად კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძიებდა მავნე პროგრამას, კომუნიკაციების იდენტიფიცირებისა და გაშიფვრის გზას მიაგნო.

„შედეგად, წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება აფრთხილებდა სამიზნეებს მოწინავე რუსული ჯაშუშური იარაღის შესახებ. გამოძიების დაწყების დღიდან იყო მიმდინარე თანამშრომლობა მსხვერპლ ორგანიზაციებთან”, – განაცხადა  FBI-ს წარმომადგენელმა.

„მაღალტექნოლოგიური ოპერაციით, ამერიკელმა სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კიბერ-შპიონაჟის ინსტრუმენტი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში გამოიყენებოდა რუსეთის ავტორიტარული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა თავის მხრივ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ლიზა მონაკომ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა