შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაექსკლუზივი: თბილისი - ბნელი დერეფანი ევროპაში შესაღწევად?!

ექსკლუზივი: თბილისი – ბნელი დერეფანი ევროპაში შესაღწევად?!

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი – როგორ დასეირნობენ რუსი ოლიგარქები თბილისის გავლით ევროპაში. 

“შაბათის ეთერის” ხელში აღმოჩნდა რადარის ჩანაწერები, თვითმფრინავის საბორტო ნომრები და იმ რუსი ოლიგარქების სახელები, რომლებიც მოსკოვიდან თბილისში კერძო თვითმფრინავით ჩამოდიან, საქართველოს დედაქალაქში  კი ევროკავშირის ქვეყნებში ფრენის უფლების მქონე თვითმფრინავს იძახებენ და ამ გზით ხვდებიან და ისვენებენ ევროპაში. 

იქცა თუ არა საქართველო, რუსი ოლიგარქების სატრანსპორტო ჰაბად? – უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი უკვე თვეებია საქართველოს საჰაერო სივრცეს სწავლობს. მან გაშიფრა სქემა – კვალის არევის მიზნით, როგორ მოფრინავენ რუსი ოლიგარქები კერძო თვითმფრინავით, მოსკოვიდან ერევანში და შემდეგ უკვე ერევნიდან თბილისში. საქართველოს დედაქალაქში კი მათ უკვე  ევროკავშირში ფრენის უფლების მქონე ბიზნეს ავიალაინერი ხვდებათ. შემდეგ კი რუსი მილიარდერები მშვიდად აგრძელებენ გზას ევროპის ლაჟვარდოვანი სანაპიროებისკენ. 

მიხაილ ტკაჩის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველო ევროპაში უსაფრთხოდ მოსახვედრად, პუტინის ფავორიტმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმაც გამოიყენა. 

კრაინელმა კოლეგებმა  ნიცას აეროპორტში გადაიღეს ექსკლუზიური კადრები, როდესაც თბილისიდან კერძო აერო ხომალდით, რუსი ოლიგარქი სერგეი სარქისოვი ჩაფრინდა. სარქისოვი უკრაინის მიერ არის სანქცირებული, რადგან ის ზელენსკის გუნდმა პუტინის ომის დაფინანსებაში ამხილა. 

ოლიგარქი სარქისოვი საქართველოს მხოლოდ ევროპაში მოსახვედრ საშუალებად არ იყენებს. რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მილიარდერი თბილისში დიდძალ ქონებას  ყიდულობს. მისი შვილის სახელზე, მხოლოდ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, მინიმუმ 3 კომპანია დაფუძნდა. 

ნიკოლაი რუსი ოლიგარქის ვაჟია. ის ნიცაში, უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს. მილიარდერის შვილი ბოლო დროს თბილისში აქტივების ყიდვით და ახალ-ახალი კომპანიების დარეგისტრირებითაა გატაცებული. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა