ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებააშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს. განცხადება ვაშინგტონში ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა.

ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, უკრაინას მიაწვდიან ფრთოსან საავიაციო ბომბების (JSOW), საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენმა თავდაცვის დეპარტამენტს მიმართა, გაფართოვდეს უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16 მფრინავების გამოსაყენებლად, მომავალ წელს დამატებით 18 პილოტს მოამზადებენ.

🔺აღნიშნული სამხედრო პაკეტიდან, $5.5 მილიარდის შეიარაღების მიწოდება, იარაღის შემცირებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდება, რაც იარაღის პირდაპირ შეერთებული შტატების მარაგებიდან გაგზავნას გულისხმობს.

🔺 დარჩენილი $2.4 მილიარდის შეიარაღება “უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის” ფარგლებში გაიცემა.

ბაიდენის განცხადებით, მომავალ თვეში მოიწვევს „რამშტაინის“ შეხვედრას, „რათა კოორდინირება გაეწიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ამ დახმარებას გამოიყენებენ „ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზით ჩვენი მთავარი საერთო მიზნის მისაღწევად: უკრაინის გამარჯვება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება“.

„უკრაინა და შეერთებული შტატები რჩებიან ახლო მოკავშირეებად, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, ადამიანის სიცოცხლეს და საერთო უსაფრთხოებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზელენსკიმ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 “ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსანი დაასანქცირა – ვინ მოხვდა სიაში

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა