შაბათი, მარტი 2, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაექსკლუზივი: ოლიგარქის რუსული დოსიე - როგორ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს

ექსკლუზივი: ოლიგარქის რუსული დოსიე – როგორ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს

ოლიგარქის რუსული დოსიე – “მელაძის შაბათის” რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს აფინანსებდა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ვლადიმერ რუშაილო გამომძიებელ ჟურნალისტებს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და ამბობს, რომ 90-იან წლებში 37 წლის ივანიშვილი რუსული სპეცსამსახურების წიაღში, ზუსტად 30 წლის წინ შეიყვანა.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობა რუსული სპეცსამსახურების კლანთან ზუსტად 1993 წელს დაიწყო, როცა კომპიუტერებითა და ღილაკიანი ტელეფონებით მოვაჭრე ქართველ ბიზნესმენს, მოსკოვში, თბილისიდან დაურეკეს და უთხრეს რომ მისი ძმა,ალექსანდრე ივანიშვილი გატაცებულია. კრიმინალები უკვე მილიონერი ივანიშვილისგან, დიდ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ფულის გადახდაზე უარი თქვა და 1 თვის განმავლობაში არ იცოდა, მისი ძმა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. 

გარდა ამისა, რუსულ არქივებში დღემდე ინახება ბიძინა ივანიშვილის ეს ინტერვიუ რომელიც 2005 წელს გაზეთ “ვედომოსტს” მისცა. აქ ივანიშვილი თავად ჰყვება, რატომ არ გადაიხადა გამოსასყიდი გატაცებული ძმის გასათავისუფლებლად.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ივანიშვილის ძმის დასახსნელად მოსკოვიდან თბილისში სპეციალური თვითმფრინავი ჩამოფრინდა. სპეცოპერაცია კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა დაგეგმა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მოსაგვარებლად, რუსეთში ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად  გაიტაცეს და გრაჩოვის კაბინეტში მიიყვენეს და ივანიშვილის ძმის გათავისუფლება დაავალეს. 

ივანიშვილის ძმა გაათავისუფლეს. თავად ოლიგარქი კი რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში შევიდა, მათი ნაწილი გახდა და მათთვის ფულის მიცემა დაიწყო. 

რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქისვე აღიარებებით, დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ კავშირზე იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ვლადიმერ რუშაილოსთან და  რუსეთის თავდაცვის მინისტრთან პაველ გრაჩოვთან. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ ის კავშირზე შინაგან საქმეთა მინისტრთან ვიქტორ ერინთანაც გაიყვანა.

კონსტანტინე ბარავოი რომელიც იმ დროს რუსეთის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი მფლობელი იყო, ყვება რომ ივანიშვილის ღრმა კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან შემთხვევითი არ არის და რუსმა ძალოვნებმა ქართველი მილიარდერი მაშინ საკუთარ ქსელში ჩაითრიეს და დღემდე ისინი მართავენ.

ივანიშვილის რუსული დოსიე –  მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა