ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებავახტანგ მაისაია: ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, რომელიც არასრულად...

ვახტანგ მაისაია: ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, რომელიც არასრულად იყო შესყიდული – ამ შეიარაღებამ ომის პერიოდში ვერ იმუშავა

შესყიდვის განხორციელება შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. იგი შემოდიოდა და ფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა რეალურად მას ვერ იყენებდა ან არ იყენებდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შემდგომში სად მიდიოდა ეს შეიარაღება, შეგვიძლია სხვადასხვა წყაროდან ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ როგორ შეძლო დავით კეზერაშვილმა იარაღის ვაჭრობით სერიოზული თანხების დაგროვება. მაისაიამ მისთვის ცნობილი იარაღის შესყიდვის სქემებზე ისაუბრა.

„სქემის ერთ ვარიანტს გეტყვით. ერთი რომელიმე ქვეყნიდან ხდებოდა შეიარაღების შემოტანა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მთავარი კონტრაქტორი იყო. ამ შესყიდვის განხორციელება შუამავლის მეშვეობით ხდებოდა. იგი შემოდიოდა და ფიქსირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზევე, თუმცა რეალურად მას ვერ იყენებდა ან არ იყენებდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შემდგომში სად მიდიოდა ეს შეიარაღება, შეგვიძლია სხვადასხვა წყაროდან ვიმსჯელოთ. რამდენჯერმე მოხდა საქართველოს მხრიდან შეიარაღების შესყიდვა, მაგალითად, კონგოში, კონფლიქტურ ზონებში დაფიქსირდა და შუამავალი კომპანიების კუთხითაც არის სერიოზული კითხვის ნიშნები, რადგან ეს შუამავალი კომპანიების რეგისტრაციაც არის ოფშორულ ზონებში. წარმომავლობა, რა თანხები შედიოდა, გარკვევა ძალიან რთულია“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, იარაღის ფასის გაფორმებაც სხვადასხვაგვარად ხდებოდა და არაპირდაპირი მოგების შესაძლებლობას ქმნიდა.

„იყო მომენტი, როდესაც ხდებოდა შეიარაღების არასრული კომპონენტების შესყიდვა. მაგალითად, ერთ-ერთი ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, რომელიც არასრულად იყო შესყიდული. ამ შეიარაღებამ ომის პერიოდში ვერ იმუშავა, რადგან არასრული კომპონენტი შემოიტანა“, – განაცხადა მაისაიამ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა