ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებათბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია - აღწერის შედეგები

თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია – აღწერის შედეგები

საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.

საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელიწადში თბილისის მოსახლეობა 221 ათასით გაიზარდა და მან 1.33 მილიონს მიაღწია. ეს 20%-იან მატებას წარმოადგენს.

თბილისის შემდეგ ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც 10 წელიწადში 82 ათასით გაიზარდა, რაც 53%-იანი მატებაა. თუმცა, ამ რეგიონებისგან განსხვავებით, მოსახლეობა შემცირებულია იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მათ შორის ყველაზე მკვეთრად, 28 ათასი ადამიანით, იმერეთის მოსახლეობა არის შემცირებული, პროცენტულად კი ყველაზე დიდი 11%-იანი კლება გურიაშია, რომლის მოსახლეობაც ბოლო 10 წელიწადში 12.6 ათასით არის შემცირებული.

შესაბამისად, თბილისს, ბათუმსა და რუსთავს მიღმა საქართველოს მოსახლეობა მცირდება.

2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა

საქართველოს რეგიონიმოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვითზრდა/კლება 2014 წლის აღწერის შედეგებთან მიმართებითზრდა/კლება პროცენტულად
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი1,33 მილიონი ადამიანი;+221.4 ათასი ადამიანი;+20%
იმერეთი505.5 ათასი ადამიანი;-28.4 ათასი ადამიანი;-5%
ქვემო ქართლი438.4 ათასი ადამიანი;+14.4 ათასი ადამიანი;+3%
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა401.1 ათასი ადამიანი;+67.1 ათასი ადამიანი;+20%
სამეგრელო-ზემო სვანეთი309.1 ათასი ადამიანი;-21.7 ათასი ადამიანი;-7%
კახეთი301.4 ათასი ადამიანი;-17.2 ათასი ადამიანი;-5%
შიდა ქართლი250.6 ათასი ადამიანი;-12.8 ათასი ადამიანი;-5%
სამცხე-ჯავახეთი152.3 ათასი ადამიანი;-8.2 ათასი ადამიანი;-5%
გურია100.8 ათასი ადამიანი;-12.6 ათასი ადამიანი;-11%
მცხეთა-მთიანეთი95.7 ათასი ადამიანი;+1.1 ათასი ადამიანი;+1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი28.9 ათასი ადამიანი;-3.2 ათასი ადამიანი;-10%

შოთა ტყეშელაშვილი

წყარო: bm.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა