მთავარითავდაცვა-შეიარაღებამარკ რუტე: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალიანსის 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა

მარკ რუტე: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალიანსის 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამის შესახებ რუტემ ვილნიუსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

“რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან გამოხატული იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს”. – თქვა რუტემ.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის თემის განხილვა იგეგმება NATO-ს მომავალ სამიტზე ჰააგაში, სადაც ალიანსი მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა