ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკამიუღებელია მაღალი თანამდებობის პირების მიერ ანტიმედიის რიტორიკის გამოყენება და ჟურნალისტების დისკრედიტაცია |...

მიუღებელია მაღალი თანამდებობის პირების მიერ ანტიმედიის რიტორიკის გამოყენება და ჟურნალისტების დისკრედიტაცია | ECPMF საქართველოში მედიის თავისუფლების კრიზისზე საუბრობს

“პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპულმა ცენტრმა” საქართველოში ვიზიტის შემდგომ, ქვეყანაში მედიის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადა. რა გამოწვევების წინაშე დგას კრიტიკული მედია – ამის შესახებ შეფასებები ორგანიზაციის წევრებმა თბილისში მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკოსებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოისმინეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში კრიზისული მდგომარეობაა“.

ორგანიზაციის ფაქტების დამდგენი კომისიის შეფასებით, საქართველოშიუ მედია საფრთხეების ქვეშ დგას და ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმებიდან დაწყებული, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესებითა და არასტაბილური ფინანსური მდგომარეობით გაგრძელებული, ჟურნალისტებს მუშაობა დიდი დაბრკოლებების ფონზე უწევთ.

ECPMF-ის ანგარიშის მიხედვით,  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

“2024 წლის 3 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელახლა შემოიტანა. კანონი მოითხოვს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ უცხოეთის ინტერესების გამტარებელ ძალად. ამ სტიგმატიზაციის მიღმა, კანონი ასევე ავალდებულებს ორგანიზაციებს რეგულარულად წარუდგინონ ფინანსური ანგარიშგება იუსტიციის სამინისტროს, ავალდებულებს მათ სენსიტიური და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას და აწესებს სანქციებს. უკიდურესად პრობლემურია საინფორმაციო გამოშვებების ეტიკეტირება, როგორც “გარე ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” ისედაც ღრმად პოლარიზებულ საზოგადოებაში, რომელშიც ჟურნალისტები სერიოზულ საფრთხეებს აწყდებიან მუშაობის დროს – ეს ახალი იარლიყი მხოლოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მტრული ატმოსფეროს გაძლიერებას ემსახურება.

გარდა იმისა, რომ კანონი ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ მტრული კლიმატის ჩამოყალიბებას. ეს ზიანს აყენებს თავისუფალი მედიების დაფინანსებას. საფრთხეს შეიცავს ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ექნება წვდომა “რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვა შეხედულებების შესახებ”.

2021 წლის 5 ივლისს თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. “ტვ პირველის” დამოუკიდებელი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მედიის მიმართ ძალადობაზე გამოძიება ისევ გრძელდება. თუმცა ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაკავებული არ არის.

თბილისში მისიამ აჩვენა, რომ ჟურნალისტები საქართველოში რეგულარულად აწყდებიან ცილისწამების კამპანიებს და დისკრედიტაციას მაღალი დონის საჯარო მოხელეების მხრიდან, მიუღებელია მაღალი თანამდებობის პირების მიერ ანტიმედიის რიტორიკის გამოყენება და ჟურნალისტების დისკრედიტაცია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება.” – ნათქვამია ანგარიშში.

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF) დელეგაცია თბილისში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა