ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებარა ნიშნავს “რუსული ოცნების” ხელისუფლების ორ ფეხზე დგომა - განმარტება!

რა ნიშნავს “რუსული ოცნების” ხელისუფლების ორ ფეხზე დგომა – განმარტება!

1.      ოკუპანტი რუსეთის არგაღიზიანებას ანუ მისი ინტერესების გატარებას, ქართული კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მოყვანას რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან;

2.      იგივე ოკუპანტი სახელმწიფოს არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს სტრატეგიული და მეგობარი (აშშ, ევროკავშირი) ქვეყნების შეურაწმყოფას, ურთიერთობების მინიმუმამდე დაწევას (არაა გამორიცხული გაწყვეტას);

3.      ოკუპანტთან არგაღიზიანების პოლიტიკა ასევე გულისხმობს NATO-სთან ურთიერთობების, პირველ ეტაპზე შეჩერებას, შემდგომ საერთოდ გაუქმებას, რაც საქართველოს სრულად დაუცველს და მოწყვლადს ხდის, დგება რუსეთის შემოჭრის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე;

4.      სხვადასხვა მიზეზით, მაგ: ვითომ სუვერენიტეტის დაცვის და ა.შ. ევროკავშირთან სრულუფლებიანი წევრობის მოლაპარაკებებზე ჯერ დაპაუზებას შემდგომ გაყინვას, რაც ასევე საქართველოს სიღარიბეში და უპერსპექტივობაში ტოვებს უამრავი წლის განმავლობაში, რაც რუსეთის სასიცოცხლო ინტერესია ჩვენს რეგიონში;

5.      ოკუპანტ რუსეთთან და აქაურ რუს ბატონთან არა ორ ფეხზე დგომას, არამედ ჩოგბჯენში, წაკუზული, ამასთან ერთად ვითომ მართლმადიდებლობის, სუვერენიტეტის და გამოგონილი “გლობალური ომის პარტიის” სახით, სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელებას, სრულად კოპირებული რუსული პროპაგანდის მძლავრი მანქანის (სრულად მმართული ტელევიზიები, სააგენტოები, რადიო სხვა საინფორმაციო საშუალებები, ტროლ-ბოტები, ყალბი გვერდები, ყალბი სააგენტოები, ფულით ნაყიდი პროპაგანდისტები, სასარგებლო იდიოტები თუ სხვა) ამუშავებას;

6.      ძალადობას ყველა იმ აქტიურ მოქალაქეზე, რომელიც სამართლიანად აკრიტიკებს, რაც უკვე იმ მასშტაბებს აღწევს, რომ ფატალური შედეგით დასრულებას არ არის გამორიცხული – ამ ძალადობაზე გამოძიებული საქმეები არ არსებობს, უკანონობა დაკანონებულია ყველა ძალოვან სტრუქტურაში, პროკურატურასა და სასამართლოში;

7.      რუსული “ვითომ გამჭირვალობის” და ე.წ. “ოფშორების” მიღებული კანონებით ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული ტელევიზიების და ყველა საინფორმაციო საშუალებების გაქრობა, ფულის გათეთრების საერთაშორისო კრიმინალურ ქსელში საქართველოს ჰაბად ქცევა და ა.შ.

8.      სამშობლოს ეროვნული ინტერესების ღალატით, ღირსების სახელით უღირსობის სამართლიანობად გასაღება.

P.S. ჩამონათვალი არასრულია

წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბექთაბეგი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა