შაბათი, მარტი 2, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებარა ფასი ღირს მოჩვენებითი მშვიდობა, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას მიყიდა?

რა ფასი ღირს მოჩვენებითი მშვიდობა, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას მიყიდა?

მშვიდობა, რომელსაც კოლაბორანტი საქართველოს ხელისუფლება და მისი არაფორმალური მმართველი ქართველ ერს ასაღებს, სინამდვილეში მმართულია ოკუპანტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რომელსაც პროპაგანდას უწევს ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი მაღაჩინოსნები, ნაყიდი ექსპერტები და მათ მიერ მართული მედია საშუალებები.

სინამდვილეში კი რეალობა ასე გამოიყურება:

1. ოკუპანტისგან საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების ხელით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ექსპანსია, რაც გამოხატულია ნავთობის, გაზის და სხვა წიაღისეული პროდუქტის რუსეთზე დამოკიდებულებაში, ტურისტული ნაკადების, ფინანსური ოპერაციების, რუსული ბიზნესების, ქონების მასობრივი შესყიდვის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების (ბინადრობის მიღების) ზრდაში.
ყველა საქართველოს დიდი ეკონომიკური პროექტის პირდაპირ თუ ირიბ კონტროლში, როგორც ფინანსურად ასევე პოლიტიკურად;

2. საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მკვეთრად შესუსტებაში, რაც გამოიხატება თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებაზე, უნიკალური სამხედრო ბაზის გაუქმებაზე, ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის შესყიდვის უარის თქმაზე, რუსეთის გრუ-ს ოფიცრების ვიზიტზე (გასული წლის მაისის თვეში და მიმდინარე წლის გაზაფხულზე).
NATO-სთან თანამშრომლობა უკიდურეს დაბალ ნიშნულზეა დაყვანილი;

3. რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინაში მათ ხელისუფლებასთან უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკაზე, უფრო მეტიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სხვადასხვა ფორმით დახმარებაზე, დამატებით კიდევ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კიდევ ორი სახმელეთო გზის მშენებლობაზე, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის აღდგენა გააქტიურებაზე;

4. განათლების სფეროში ბოლო წელიწადნახევარში გაიხსნა 70-მდე რუსული კულტურის ცენტრი, სკოლები, ბაღები, გააქტიურდა რუსული ისტორიის ლიტერატურის შემოტანა;

5. ამ ე.წ. მშვიდობის პროპაგანდის საფარქვეშ აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან ახალი სამხედრო ობიექტების მშენებლობა, დამატებით ტერიტორიების მიტაცება, ქართველების გატაცება;

6. საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, დაზიანება, ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის საფარქვეშ აშკარა რუსული ინტერესების გატარება საერთაშორისო ასპარეზზე;

7. საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების პროპაგანდა აქტიურად თესავს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უპერსპექტივობას, ბრძოლის უნარიანობის დაკნინებას, შიშს, რაც მას საშუალებას აძლევს სრული კონტროლის ქვეშ აიყვანოს და ყოველგვარი შეფერხების და კანონის დაცვის გარეშე მართოს როგორც ქვეყანა ასევე ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე.

8. კოლაბორანტი ხელისუფლების ბოლო თვეების გადაწყვეტილებები საერთაშორისო ასპარეზზე აშკარად მიუთითებს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე.

P.S. ფასი რომელსაც საქართველო და ქართველი ერი გადაიხდის ამ ეგრეთ წოდებული ვითომ მშვიდობის პოლიტიკით იქნება უკიდურესად მძიმე.
ამ ქვეყნის ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო!

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა