მთავარიპოლიტიკარობერტა მეცოლა: ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ

რობერტა მეცოლა: ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს.

“ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ.

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა.

მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის”, – წერს მეცოლა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლის წინ გამართა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ,  რობერტა მეცლოლასთან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა