მთავარიპოლიტიკარუსეთთან სიფრთხილე მესმის, დათმობა არა - პრეზიდენტი

რუსეთთან სიფრთხილე მესმის, დათმობა არა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან სიფრთხილის ესმის, მაგრამ დათმობის არა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს.

“გვახსოვს საუბრები თუნდაც სააკაშვილის და პუტინის და მანამდის შევარდნაძეს რომ დაპირდნენ და ამიტომ ესენგესში შევიდა. ასე რომ, ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი არის. რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს. იმიტომ, რომ გადაგაგდებს.მთავარი ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, რომ მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი, ვთქვათ, ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭირო არის, რომ ჩვენ  ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში და უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის. არაკონფრონტაცია მესმის. სიფრთხილე მესმის. დათმობა არ მესმის,” – ამბობს პრეზიდენტი. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა