ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარიანალიტიკარუსული გავლენები პიკს აღწევს - საქართველო გზაგასაყარზე

რუსული გავლენები პიკს აღწევს – საქართველო გზაგასაყარზე

უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების მიერ რუსული კანონი არის პირდაპირი ინსტრუქცია და დავალება კრემლის მთავარი კაბინეტიდან, მათი სპეცსამსახურებიდან, რაზეც მეტყველებს რამდენიმე ფაქტი:

1. ამ კანონს აქვს ჯაჭვური რეაქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში და ასევე რუსეთის მიერ ევროპულ (და არა მხოლოდ) ქვეყნებში;

2. რუსეთმა უკვე მოხაზა და დაამტკიცა გეგმა, მისი იმპერიის აღდგენის შემთხვევაში რომელი ქვეყნები იქნებიან მის საზღვრებს შიგნით და რომელ ქვეყნებზე ექნება გადამწყვეტი გავლენა ამა თუ იმ მსოფლიო პროცესებში განვითარებული მოვლენების დროს, სადაც პოზიციებს უფრო და უფრო გაიმყარებს;

3. რაც შეეხება საფრთხეებს, ყველა იმ ქვეყანას სადაც რუსული კანონის მიღებას გაუწევენ წინააღმდეგობას, რუსეთის სპეცსამსახურები გაააქტიურებენ ამ ქვეყნებში ჩადებულ ნაღმებს, ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო და მისი კოლაბორანტი ხელისუფლების უკვე განხორციელებული ქმედებები:

ა) საქართველოში შემოსული ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე (აგენტურა, ე.წ. მწვანე კაცუნები, დივერსანტები);

ბ) საქართველოს დამოკიდებულება, რომელიც კოლაბორანტმა ხელისუფლებამ უზომოდ გაზარდა, ეკონომიკაზე, ფინანსებზე.

ბოლო ორ წელიწადში რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში შექმნეს 70-მდე ორგანიზაცია სხვადასხვა სახელით, მაგ: “რუსული კულტურის ცენტრი”, აფინანსებენ რუსეთის მიერ მხარდამჭერ და მათ მიერ ლოიალურად განწყობილ პარტიებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რაც საქართველოს სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ იცის და თვალს ხუჭავს.;

გ) პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომლითაც მოსახლეობა უნდა დააშინონ ომის შიშით, რასაც რუსული სპეცსამსახურების დავალებით საქართველოს ხელისუფლება და ოკუპანტის მიერ მართული ქართული სპეცსამსახურები წარმატებით ასრულებენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს წნეხი და ზეწოლა საზოგადოებაში მათ მიერ განწყობილ აქტიურ ადამიანებზე და განსაკუთრებით სტუდენტებზე, ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს მათი გადაბირება, ე.წ. “ვერბოვკა” ან დაშინება;

დ) ოკუპანტი რუსეთის მიერ სრულ მონურ მორჩილებაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება თავის პატრონიანად და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია უკლებლივ, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა.

P.S. გამოსავალი: მძლავრი წინააღმდეგობა, პროტესტი, არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლა და ამ სამშობლოს მოღალატე ხელისუფლების პოლიტიკურ ჯოჯოხეთში გასტუმრება თავის სატანა პატრონიანად.

წერს სოციალურ ქსელში, დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა