სამშაბათი, მარტი 3, 2026
Google search engine
მთავარიეკონომიკასავალუტო რეზერვები 29%-ით, $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

სავალუტო რეზერვები 29%-ით, $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ივნისში, მაისთან შედარებით, რეზერვები 1.3%-ითაა (+65.3 მლნ აშშ დოლარი) გაზრდილი.

„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას“, – აცხადებენ Galt & Taggart-ში.

შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 937.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

მხოლოდ მაისში კი სებ-მა BMatch პლატფორმის საშუალებით, 154.7 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

მარეგულირებელმა რეკორდული შესყიდვა აპრილში განახორციელა, რომლის მოცულობამ 322.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა